პსჟ-ის თავდამსხმელი, კილიან მბაპე, საფრანგეთის ჩემპიონატის 2022 წლის ნოემბრისა და დეკემბერის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 24 წლის შემტევი ქვეყნის ფეხბურთელთა კავშირის ვებ-გვერდზე ჩატარებული კენჭისყრის გამარჯვებული გახდა.
ნოემბერსა და დეკემბერში კილიანმა თავისი გუნდის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი ბურთი გაიტანა. ამ შეხვედრებში კრისტოფ გალტიეს შგირდებმა გაიმარჯვეს.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მბაპემ 17 მატჩში 13 ბურთი გაიტანა (ორი პენალტით) და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ახლახან მან საფრანგეთის თასის 1/16-ფინალის მატჩში ქვეყნის მეექვსე დივიზიონის კლუბ „პეი დე კასელთან", პენტა-თრიქი შეასრულა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მბაპემ ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.