ავტოსპორტი

0:55 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთის ფონდს ფორმულა 1-ის შესყიდვა სურდა

ბლუმბერგის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდს ამერიკული „ლიბერტი მედიასგან“ ფორმულა 1-ის გამოსყიდვა სურდა. ამ უკანასკნელს (რომელიც ინვესტორ ჯონ მელოუნს ეკუთვნის) დიდი პრიზების ცირკი 2017 წელს, 4.4 მილიარდ დოლარად აქვს შეძენილი.

მას შემდეგ, ფორმულა 1-ში არაერთი საფუძვლიანი რეფორმა გატარდა და ისედაც ძლიერ მომგებიანი სპორტის სახეობა, კიდევ უფრო შემოსავლიანი გახდა. ამის წყალობით, მისი ღირებულება დღეს 15.2 მილიარდ დოლარად ფასდება. უფრო მეტიც, ფ1 მზარდი ბიზნესია და ახლო მომავალში, მისი ფასი ისევ გაიზრდება.

ბლუმბერგი გვატყობინებს, რომ საუდელებმა „ლიბერტის“ ფორმულა 1-ში 20 მილიარდი დოლარი შესთავაზეს. მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს. თუმცა არაბულმა ფონდმა იმის გარანტია მიიღო, რომ პირველი რიგის მყიდველის სტატუსი ექნება - იმ შემთხვევაში, თუ „ლიბერტი“ მის გაყიდვას დააპირებს, პირველად სწორედ არაბულ ფონდს შესთავაზებს ყიდვას.

თეგებიფორმულა 1
0.115938