სხვა

0:29 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

შიფრინი ახლა უკვე სტენმარკის რეკორდს უტევს

მიკაელა შიფრინმა ქალ სამთო მოთხილამურეთა რეკორდის გაუმჯობესების შემდეგ, კიდვ ერთი რბოლა მოიგო და ახლა ინგემარ სტენმარკის რეკორდამდე (86 გამარჯვება მსოფლიო თასზე) ორი მოგებაღა აკლია. მან ამჯერადაც იტალიის კრონპლაცში, გიგანტური სლალომი მოიგო.

შიფრინმა პირველივე ცდაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და საბოლოოდ, 0.82 წამით აჯობა მეორეზე გასულ ნორვეგიელ რაგნჰილდ მოვინკელი. მესამე ადგილი კი შვედმა სარა ჰექტორმა დაიკავა.

„მე ვფიქრობ, კრანისკა გორას რბოლებსა და აქაურ ორ რბოლას შორის, ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა იყო. გიგანტური სლალომის რბოლებისას თავს განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობ. რბოლებში მონაწილეობა ყოველთვის სასიამოვნო და იმავდროულად, სტრესულია. გუშინდელს შემდეგ საკმაოდ დაღლილი ვიყავი. თანაც, ეს რბოლა, ჩემი ციკლის არცთუ შესაფერის პერიოდში გაიმართა. ჰოდა, ამ ყველაფერმა ძლიერ იმოქმედა და ახლა მხოლოდ ძილი მსურს“, - განაცხადა 27 წლის შიფრინმა, ვისაც გიგანტურ სლალომში, მსოფლიო თასზე უკვე 19 გამარჯვება აქვს. ამ სახეობაში მასზე მეტი (20) მოგება მხოლოდ შვეიცარიელ გრანდს, ვრენი შნაიდერს აქვს.

შიფრინს სტენმარკის დაწევის შანსი ამ უქმეებზე ექნება. ამისთვის, ჩეხეთის სპინდლერუვ მლინში ორი სლალომი უნდა მოიგოს.

შიფრინს ამ მოგების შემდეგ, აბსოლუტურ ჩათვლაში 1 517 ქულა დაუგროვდა. მეორეზე შვეიცარიელი ლარა გუტ-ბერამია, ვისაც 906 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113383