ფეხბურთი

23:38 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის სუპერთასის მატჩი რუსეთის ნაცვლად საბერძნეთში ჩატარდება

უეფამ ევროპის სუპერთასის მასპინძელი ქალაქი შეცვალა. 2023 წელს სუპერთასისთვის ყაზანს უნდა ემასპინძლა, მაგრამ რუსეთს ეს უფლება ჩამოერთვა, რისი მიზეზიც უკრაინაში ომია.

როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, ყაზანის ნაცვლად სუპერთასის შეხვედრა ათენში გაიმართება, „გეორგიოს კარაისკაკისის“ სტადიონზე.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები ერთმანეთს ევროპის სუპერთასისთვის 16 აგვისტოს, ათენში, დაუპირისპირდებიან.

0.115142