ფეხბურთი

22:38 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი საგოლე პასი "სლოვანში" (+VIDEO)

ბრატისლავის „სლოვანი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და მორიგი ამხანაგური თამაში ავსტრიულ „პოლტენთან“ ჩაატარა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი გააკეთა.

შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, ხოლო გიორგიმ 69-ე წუთზე ვლადიმირ ვაისს გაატანინა, რომელმაც ანგარიში 2:1 გახადა. ჩაკვემ ბურთი მოედნის საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, შესანიშნავად ითამაშა და ვაისი მეკარესთან პირისპირ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ საგოლე პასი წინა სპარინგშიც გააკეთა. დღევანდელ მატჩში კი გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამაც ითამაშეს. სლოვაკეთის ჩემპიონატი 12 თებერვალს განახლდება, მანამდე „სლოვანს“ რამდენიმე ამხანაგური თამშიც აქვს დაგეგმილი. ვაისის გუნდი კონფერენს ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც მერვედფინალშია გასული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111955