საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი შემტევი უშუალოდ ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია, გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში 9 გოლით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ბორდოს“ ფეხბურთელ ჯოშ მაჯას ჩამორჩება, რომლის აქტივში 11 გოლია.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. „მეცი“ ლიგა 2-ში 19 ტურის შემდეგ 31 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 28 იანვარს, „ვალანსიენთან“ სტუმრად ჩაატარებს.