ფეხბურთი

21:30 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სირიგუ გაუშვა და ახალი მეკარე დაიმატა

„ნაპოლიმ“ და ფლორენციის „ფიორენტინამ“ მეკარეები, სალვატორე სირიგუ და პიერლუიჯი გოლინი გაცვალეს.

36 წლის სირიგუ „იების“ რიგებში ითამაშებს, ხოლო 27 წლის გოლინი ნეაპოლელთა კარს დაიცავს. ბარტერი ოფიციალურად დადასტურდა. პიერლუიჯი გოლინი „ნაპოლიში“ მეორე მეკარედ განიხილება, რადგან ალექს მერეტი მყარი პირველი ნომერია, ხოლო სირიგუ სავარაუდოდ „ფიორენტინაში“ ძირითადი მეკარის სტატუსს მიიღებს.

სალვატორე სირიგუს „პალერმოში“, „კრემონეზეში“, „ანკონაში“, პსჟ-ში, „სევილიაში“, „ოსასუნაში“, „ტორინოსა“ და „ჯენოაში“ უთამაშია, იტალიის ნაკრებში კი 28 მატჩი ჩაატარა და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. მან „ნაპოლი“ ისე დატოვა, რომ ერთ ოფიციალურ შეხვედრაშიც არ მიუღია მონაწილეობა.

პიერლუიჯი გოლინიმ „ფიორენტინაში“ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი გაატარა, მანამდე ის „ტოტენჰემის“, „ატალანტას“, „ასტონ ვილასა“ და „ვერონას“ ღირსებას იცავდა, ხოლო იტალიის ნაკრებში ერთხელ ითამაშა.

0.124898