ფეხბურთი

20:27 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: "მას შემდეგ რაც "ლაციოში" ვმუშაობ, "მილანთან" თამაში საუკეთესოა"

“ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ სერია A-ს მე-19 ტურში „მილანთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ რომაულ გუნდში ყოფნის პერიოდში ეგ მისთვის საუკეთესო მატჩი იყო.

"ჩემპიონობაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ შეგვიძლია ვიოცნებოთ სკუდეტოზე. ჩვენი ამოცანაა ყურადღება თითოეულ ინდივიდუალურ მატჩზე გავამახვილოთ და სეზონი ეტაპობრივად გავიაროთ.

იმ დროის განმავლობაში, რაც "ლაციოში" ვმუშაობ „მილანთან" თამაში საუკეთესოა. თუ ქულებს არ დავკარგავთ გუნდებთან, რომლებიც ჩვენზე სუსტად გამოიყურებიან, მაშინ შეგვიძლია დიდ წარმატებას მივაღწიოთ“, - უთხრა სარიმ Sky Sport Italia-ს.

პირველი წრის მერე „ლაციოს“ 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამდენივე ქულა აქვთ თანაქალაქელ „რომას“ და „ინტერს“. სარის გუნდს „მილანი“ 1, ხოლო „ნაპოლი“ 13 ქულით უსწრებს.

0.104676