ფეხბურთი

19:58 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგიდან პრემიერლიგაში: "ტოტენჰემმა" ნიდერლანდელი შემტევი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემი“ ნიდერლანდელი თავდამსხმელით გაძლიერდა. ანტონიო კონტეს გუნდმა 25 წლის ფეხბურთელი არნო დანჯუმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიმატა.

დანჯუმა ინგლისის პრემიერლიგის გუნდში იჯარის წესით „ვილიარეალიდან“ გადავიდა. ესპანური კლუბი ფეხბურთელის თაობაზე თავდაპირველად მოლაპარაკებებს „ევერტონთან“ აწარმოებდა, თუმცა გარიგება არ შედგა და ნიდერლანდელმა ბოლო მომენტში გადასვლა ანტონიო კონტეს კლუბში არჩია.

დანჯუმამ მიმდინარე სეზონში „ვილიარეალის“ შემადგენლობაში 17 თამაში ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. მას ინგლისში თამაშის გამოცდილებაც აქვს, რადგან „ბორნმუთის“ წევრიც იყო.

0.110923