საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს სუპერლიგის გადადებული All Star-ი 29 იანვარს, 16:00 საათზე, რუსთავში ჩატარდება.
თავდაპირველად, ყველა ვარსკვლავის მატჩი 22 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ღონისძება გადაიდო და ახალი თარიღი, 29 იანვარი დღეს გახდა ცნობილი.
გულშემატკივრებმა გამოკითხვის საშუალებით შეადგინეს ძირითადი ხუთეულები, სათადარიგო მოთამაშეები კი მწვრთნელებმა აირჩიეს.
ოლ სტარში მეტოქე გუნდებს სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ მოლიდერე კლუბების მწვრთნელები უხელმძღვანელებენ: ადგილობრივების გუნდს ირაკლი ხოშტარია (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – ბექა წივწივაძე (კავკასიის წვრთნელი).
„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). სნაიპერთა კონკურსის 6 მონაწილე, სუპერლიგის პირველი წრის შემდგომ, 3 ქულიანი სროლების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე შემგომი კალათბურთელები იქნებიან: მიხეილ ბერიშვილი (თსუ), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), ლუკა ლიკლიკაძე (ოლიმპი), დერიკ ნიუტონი (დელტა), გიორგი გოგუა (ტიტები) და ნიკოლოზ სოსელია (ქუთაისი).
რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.