ფეხბურთი

11:55 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდე ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 28 თებერვალს რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ჩრდ. მაკედონიის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის განმეორებით ამხანაგურ მატჩს, 2 მარტს ისევ რუსთავი უმასპინძლებს.



გიორგი ჩიტაურის ფორმაციის გუნდმა, ბოლო მატჩები გასული წლის ოქტომბერში, თბილისში, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და ორივე (3:0, 1:0) შეხვედრაში მეტოქის დამარცხება შეძლო.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, შემოდგომაზე, საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116084