რაგბი

11:18 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ჩილაჩავა სარაგბო ჩემპიონთა თასის ტურის სიმბოლურ გუნდში დასახელდა

ქართველი მორაგბე, ლევან ჩილაჩავა, რომელიც ფრანგული „კასტრის“ ღირსებას იცავს, ჩემპიონთა თასის ბოლო ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.



მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ბურჯის გუნდი ინგლისურ „ექსტერ ჩიფსთან“ დიდი ანგარიშით, 3:40 დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგამ ჩილაჩავას თამაში მაინც გამოარჩია.

პირველხაზელმა 4 წარმატებული ბოჭვა განახორციელა და მეტოქეს რაქიდან ბურთი ორჯერ ამოაცალა. გარდა ამისა, ის თავისი შეტევებით „კასტრში“ ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რის გამოც დაიმსახურა კიდეც სიმბოლურ გუნდში მოხვედრა.

მისმა გუნდმა ჩემპიონთა თასი მოგების გარეშე დაასრულა. შემდეგი შეხვედრა „კასტრს” TOP 14-ში „ბორდოს” წინააღმდეგ 28 იანვარს, 21:00 საათზე ელის.

0.116672