ფეხბურთი

10:43 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფარჰად მოშირი „ევერტონს“ 500 მილიონზე მეტად ყიდის

პრემიერლიგური „ევერტონის“ მფლობელმა, ფარჰად მოშირიმ გუნდის გაყიდვა გადაწყვიტა და იმ შეთავაზებას დასთანხმდება, თუ მასში 500 მილიონზე მეტ ფუნტს გადაუხდიან.



„ევერტონის“ წარუმატებელი სერიის შემდგომ კლუბის გარშემო დიდი აურზაური იყო ატეხილი. გულშემატკივრები ბორდის გადადგომას ითხოვდნენ, რამაც შეიძლება ითქვას, რომ გამოიღო შედეგი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოშირი არ აპირებს ბოლომდე შეელიოს კლუბს. ის შეთავაზების მიხედვით გადაწყვეტს, გუნდის მცირე წილს შეელევა თუ დიდს.

„ევერტონის“ რთულ მდგომარეობას ისიც დაემატა, რომ გუნდი უმწვრთნელოდაა. ფრენკ ლამპარდის გათავისუფლების შემდგომ, მარსელო ბიელსამ მათ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. კლუბი ეძებს ისეთ მწვრთნელს, რომელიც მათ რთული მდგომარეობიდან გამოიყვანს.

20 ტურის შემდგომ, „ევერტონი“ 15 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-19 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122727