კალათბურთი

2:34 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის გამარჯვება მაკფადენის და ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიას“ შეხვდა და იოლად, 85:65 დაამარცხა.

გარდამტეხი მეორე პერიოდი იყო, რომელიც კანარიელებმა 13 ქულით მოიგეს და ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

გიორგი შერმადინმა 25:53 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.

თად მაკფადენმა 14:21 წუთში 2 ქულა და 2 პასი დააგროვა, მან 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 ორქულიანი და 1 სამქულიანი ააცილა. რატი ანდრონიკაშვილმა 05:37 წუთი გაატარა პარკეტზე და 1 მოხსნით და 2 პასით გამოირჩა. რატიმ 1 ორქულიანი ააცილა.

„ტენერიფე“ L ჯგუფში გალიდერდა, მომდევნო ტურში კი 1 თებერვალს, „დარუშაფაქას“ შეხვდება, ხოლო „მურსიას“ მეტოქე 31 იანვარს, „ბილბაო“ იქნება.

0.123947