ფეხბურთი

22:44 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვიერი: "სპალეტის პირველი მიღწევა "ნაპოლიში" ის არის, რომ დე ლაურენტისი გააჩუმა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მიმდინარე სეზონში კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჩუმადაა და არაფერს ამბობს.

„წლის ევოლუცია არის დე ლაურენტისის ჩუმად ყოფნა მთელი სეზონის განმავლობაში. ეს არის სპალეტის მთავარი მიღწევა „ნაპოლიში“, რადგან მან მოახერხა დე ლაურენტისის გაჩუმება. ყოველთვის, როცა დე ლაურენტისი საუბრობდა, კატასტროფა იყო და სამაგიეროდ, ახლა სიტყვას არ ამბობს“, - თქვა ვიერიმ.

სავარაუდოდ, ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა აურელიო დე ლაურენტისის ხშირი კონფლიქტები იგულისხმა მწვრთნელებთან, რის გამოც მას „ნაპოლიდან“ არაერთი სპეციალისტი დაითხოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112617