სხვა

23:55 | 24.01.2023 | ნანახია NaN - ჯერ

შიფრინმა მსოფლიო თასზე 83-ე გამარჯვება მოიპოვა

მიკაელა შიფრინი ამიერიდან, ყველაზე წარმატებული ქალი სამთო მოთხილამურეა. მან იტალიის კრონპლატცში გამართული გიგანტური სლალომის რბოლა მოიგო, რაც მსოფლიო თასზე მისი 83-ე გამარჯვებაა. ეს კი ერთით მეტია უწინდელ რეკორდზე, რომელიც მის თანამემამულეს, ლინდსი ვონს ეკუთვნოდა.

ამერიკელმა მოთხილამურემ პირველივე ცდის შემდეგ, ხელთ იგდო ლიდერის პოზიცია. ის მხოლოდ 0.13 წამს უგებდა შვეიცარიელ ლარა გუტ-ბერამის, ვინც ამ სახეობაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

მათ შორის, მეორე ცდა პირველმა სწორედ გუტ-ბერამიმ შეასრულა, ვინც საუკეთესო დრო დააფიქსირა და პრაქტიკულად უნაკლოდ ისრიალა. მაგრამ 27 წლის შიფრინი ფერდობ ერტაზე მართლაც შეუდარებელი იყო. მან არამხოლოდ შეინარჩუნა ლიდერობა, არამედ უპირატესობა 0.45 წამამდეც გაზარდა. და სანუკვარ 83-ე გამარჯვებასაც მიღწია. მესამე ადგილი იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ დაიკავა.

ამგვარად, შიფრინი ყველაზე წარმატებული სამთო მოთხილამურე ქალი გახდა. და ახლა მის მიზანში ლეგენდარული შვედი, ინგემარ სტენმარკია, ვისაც მსოფლიო თასზე (1970-1980 წლებში) 86 რბოლა აქვს მოგებული.

„ძნელია სიტყვების მოძებნა. ჩემი განცდების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელიცაა. დღის განმავლობაში ხან სტრესში ვიყავი, ხან სიმშვიდე მეუფლებოდა, ხან ვნერვიულობდი, ხან კი აღფრთოვანებული ვიყავი“, - ყვება შიფრინი, ვინც მსოფლიო თასზე აბსოლუტურ ჩათვლაში (ბროლის დიდი გლობუსი ოთხჯერ აქვს მოპოვებული) თავისი ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდა.

ამ მიღწევის გარდა, ის ასევე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და არის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი სამთო თხილამურობის ისტორიაში. სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე, ის ჩემპიონი 18 წლის და 345 დღისა გახდა. მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება კი 17 წლისამ მოიპოვა. შიფრინი 131-ჯერ იდგა კვარცხლბეკზე, ყველაზე მეტი, 51 გამარჯვება კი სლალომში აქვს მოპოვებული.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:30 | 02.09.2015
ჯესი (26029)

შენ იცი წარბაა

11:50 | 02.09.2015
shotai-olimpi (2773)

მიდი სამიანიც დაიყენე და ეგაა რა!! დიდი მომავალი ელის წარბას!! წარმატებები!!

11:02 | 01.09.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

მიკვრის ამის დათრევა არავის რომ უნდოდა ტრმავებმა თუ არ შეუშალა ხელი თავის პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესო იგროკი გახდება 2 წელში კიდე საუკეთესო ლიგაში

03:44 | 01.09.2015
UNITY (6719)

ამის დასათრევად წელს ლეიკერს ყველაფერი უნდა ეღონა...

23:49 | 31.08.2015
Giorgi Mdivani (59)

ლიგის მომავალი, ძალიან მაგარი ბიჭია.. მაგრამ ცენტრი არაა მძიმე ფორვარდია

22:33 | 31.08.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

აუ როგორ მევასება ტო ლავის ნაცვალდ გაასწორებდა მარა სადაა.

0.084327