ავტოსპორტი

22:09 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიეტრო ფიტიპალდი კვლავ „ჰაასის“ სარეზერვო პილოტად რჩება

ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ემერსონ ფიტიპალდის შვილიშვილი პიეტრო ფიტიპალდი, მომავალ სეზონშიც „ჰაასის“ ტესტ და სარეზერვო პილოტის მოვალეობას შეასრულებს. ამგვარად, 26 წლის ფიტიპალდი, ვინც მაიამიშია დაბადებული, ამერიკული გუნდის სარეზერვო პილოტად, ზედიზედ მეხუთე სეზონში მუშავებს.

პიეტრო ფიტიპალდიმ 2020 წელს ფორმულა 1-ის ორ რბოლაში მიიღო მონაწილეობა. მაშინ მან დაშავებული ფრანგი რომენ გროჟანი შეცვალა. ახალ სეზონში ის დანიელი კევინ მაგნუსენის და გერმანელი ნიკო ჰულკენბერგის რეზერვი იქნება.

თავისი გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად, „ჰაასის“ შეფი გიუნტერ შტაინერი ფიტიპალდის სტაბილურობას და გამოცდილებას ასახელებს. მისი თქმით, პიეტრო ყოველთვის მზადაა იმისთვის, რომ საჭეს მიუჯდეს და რბოლაში მონაწილეობა მიიღოს.

„ფერარის“ ძრავით მოასპარეზე „ჰაასმა“ გასული სეზონი კონსტრუქტორებში მერვე ადგილზე დაასრულა. ახალი სეზონი სტარტს ბაჰრეინში, 5 მარტს აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104582