ფეხბურთი

18:11 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ვარჯიში განაახლა, ხვიჩა კვარაცხელია ინდივიდუალურად ემზადება

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნებასთან ახლოსაა. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კვარამ დღეს ივარჯიშა.

თუმცა, ჯერჯერობით, 21 წლის შემტევს საწვრთნელ პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა არ მიუღია. „ნაპოლის“ საიტი წერს, რომ კვარაცხელიამ პირველ ეტაპზე გუნდთან ერთად სპორტდარბაზში ივარჯიშა, ხოლო მეორე ეტაპზე მოედანზე უკვე ინდივიდუალურად მუშაობდა.

„ნაპოლი“ ბოლო ორი დღის განმავლობაში ისვენებდა და „რომასთან“ მატჩისთვის მზადება ლუჩანო სპალეტის გუნდმა დღეს დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა „იუვენტუსთან“ დიდებული თამაშის შემდეგ მთელი კვირა გამოტოვა, ვერც ვარჯიშობდა და ვერც თამაშობდა („კრემონეზესა“ და „სალერნიტანასთან“).

ხვიჩამ გუშინ, როცა გუნდი ისვენებდა, ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა. სავარაუდოდ, გუნდთან ერთად ვარჯიშს ის უახლოეს დღეებში დაიწყებს და „ჯალოროსისთან“ მისი თამაში საეჭვო არაა.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.111852