ქართული კალათბურთის ერთ-ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელი, სამქულიანების ოსტატი, 203 სანტიმეტრ სიმაღლის ვილი ისიანი, მოგეხსენრებათ, ესპანეთში თამაშობს. ახლახან მან კლუბი შეიცვალა - „კასერესიდან“ „მოლეში“ გადავიდა. ერთი ლებ-ოროს ლიგაში თამაშობს, მეორე – ლებ-პლატაში.
თავად 25 წლის კალათბურთელის თქმით, კლუბის გამოცვლა სათამაშო დროსთანაა დაკავშირებული. ახალ კლუბში მას თავის გამოჩენის მეტი შანსი ექნება.
ასეც მოხდა, „მოდერასის“ წინააღმდეგ მან 29 წუთს დაჰყო პარკეტზე, რაც კარგი მაჩვენებელია. შედეგიანიც გახლდათ: 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი. 3-იდან 2 ორქულიანი და 4-იდან 2 სამიანი ჩააგდო. ადგილობრივმა მედიამაც შეაქო ქართველი.
17 ტურის შემდეგ, „მოლეს“ 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 5 თებერვალს „პალმასთან“ გამართავს.