კალათბურთი

14:18 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში და ორმაგი დუბლი G ლიგაში

NBA-ს განვითარების, G ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. “ვისკონსინ ჰერდი” “სიტი კრუიზს” შეხვდა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ 127:127 დასრულდა, თუმცა ოვერტაიმში ქართველი კალათბურთელის გუნდი 3:7 დამარცხდა და საბოლოოდ 130:134 წააგო.

მარცხის მიუხედავად 22 წლის ფორვარდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდრომ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 41 წუთი გაატარა - მან 31 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 18-დან 11 სროლა ზუსტად გამოიყენა. მან 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. „ვისკონსინმა“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკელაშვილი დაასახელა. ქართველის გუნდს 4 მოგების საწინააღმდეგოდ 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-10 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი 26 იანვარს კვლავ „მოტორ სიტი კრიუზს“ შეხვდება.

0.135127