ფეხბურთი

14:32 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილო მუდრიკის რეკორდი

„ჩელსის“ ახალწვეულმა, მიხაილო მუდრიკმა, თავის სადებიუტო მატჩში, რომელშიც „ლურჯები“„ლივერპულს“ უგოლოდ დაუზავდნენ, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა სისწრაფეში. მისი მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 36,63 კმ/სთ - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.

უკრაინელი ნახევარმცველი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა. მან ინგლისელი ლუის ჰოლი შცვალა. მუდრიკის ტრანსფერი „ლურჯებს“ 100 მილიონ ევრომდე დაუჯდათ.

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად მუდრიკიც მარცხენა გარემარბია. მათ ხშირად ადარებენ ერთმანეთს, რადგან ტოლები არიან.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების ხუთეული ასეთია:

36.63 - მიხაილო მუდრიკი (ჩელსი)

36.61 - ენტონი გორდონი (ევერტონი)

36.53 - დარვინ ნუნიესი (ლივერპული)

36.22 - ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)

36.09 - დენის ზაქარია (ჩელსი)

0.121503