მადრიდის „რეალისა" და „ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი, გარეთ ბეილი, პროფესიონალური გოლფის შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც PGA Tour ჰქვია. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უელსელმა სათამაშო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
ბეილი 9 მილიონი დოლარის ღირებულების AT&T Pebble Beach Pro-Am ტურნირში იასპარეზებს 2-5 თებერვალს, რომელშიც 156 პროფესიონალი მეგოლფე, მათ შორის, US Open-ის გამარჯვებული მეტ ფიცპატრიკი და ამდენივე მოყვარული იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრების ევრო 2020-ზე გასვლის შემდეგ, ნახევარმცველმა ეს მოვლენა თავისი ქვეყნის დროშით აღნიშნა, რომელზეც ეწერა: „უელსი. გოლფი. მადრიდი. ასეთი თანმიმდევრობით!“ ამ საქციელით მან მადრიდის „რეალის" ბევრი გულშემატკივრის აღშფოთება გამოიწვია. მისი გოლფისადმი სიყვარული კი საყოველთაოდაა ცნობილი.