11:49 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლი" მაკტომინეის შეძენას აპირებს

„ნიუკასლი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინესკოტ მაკტომინეიის შეძენას ცდილობდა.

The Athletic-ის ცნობით, „კაჭაკებმა“ მანკუნიანელებთან ერთად განიხილეს შოტლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი. „იუნაიტედს“ არ სურს მაკტომინეის ზამთარში გაყიდვა. მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი, მას მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს. ამიტომ, „ნიუკასლი" ამ ვარიანტს სავარაუდოდ ზაფხულში დაუბრუნდება.

„მანჩესტერს“ საერთოდ არ სურს ფეხბურთელების გაშვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას, რადგან ცოტა დრო დარჩება ახალი მოთამაშეების შესაძენად.

„მანჩესტერი“ 39 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა. „ნიუკასლსაც" ამდენივე ქულა აქვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე საფეხურზე დგას.

0.113454