ფეხბურთი

10:51 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა შესაძლოა „ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, შესაძლოა ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. „დეზებთან“ მისი მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდეა ძალაში. არადა, გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები 2021 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ ყოფილა, როცა კეინს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურდა, მაგრამ ტრანსფერი ვერ მოხერხდა.

კეინთან საუბარი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე დაიწყება. The Athletic-ის ცნობით, ფორვარდი ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა.

თავდამსხმელს „ტოტენჰემთან“ ერთად ტიტულების მოგება სურს და ის უფრო წარმატებულ თამაშზეა ორიენტირებული, ვიდრე წასვლაზე. კეინის აგენტს სხვა კლუბებთან შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჯერჯერობით არ უსაუბრია.

კეინი „ტოტენჰემის“ სისტემაში 2004 წლიდანაა. საინტერესოა, რომ კარიერის განმავლობაში მას არც ერთი ტიტული მოუგია.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში 28 მატჩში 17 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე.

0.113268