10:09 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მანე „ბაიერნის“ პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს გამოტოვებს

„ბაიერნის“ თავდამსხმელი, სადიო მანე, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველ თამაშს გამოტოვებს.

სენეგალის ნაკრების ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, პსჟ-სთან პირველ მატჩში, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება, მონაწილეობას ვერ მიიღებს. ის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მიღებული წვივის ტრავმის მოშუშებას განაგრძობს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, მიუნხენური კლუბი ცდილობს დააჩქაროს მანეს გამოჯანმრთელების პროცესი, მაგრამ მისი მონაწილეობა მერვედფინალის პირველ მატჩში თითქმის გამორიცხულია. ფეხბურთელის გარემოცვაში მიაჩნიათ, რომ ის არ არის მზად სათამაშოდ. მეტიც, ასეთი ტრავმების შემდეგ ხშირად ხდება რეციდივები.

„ბაიერნისა“ და პსჟ-ს საპასუხო მატჩი კი 8 მარტს გაიმართება.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მანემ 14 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115376