ფეხბურთი

2:05 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" "ალმერიასაც" ვერ მოუგო, მამარდაშვილმა ითამაშა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ალმერიას“ უმასპინძლა და ისევ ვერ მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.

პირველი ტაიმის ბოლოს „ალმერიას“ ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ რამაზანიმ პენალტი ვერ გაიტანა. მამარდაშვილს არ მოუგერიებია, ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმი შედეგიანი გამოდგა: ჯასტინ კლუივერტისა და ხოსე გაიას გოლებით „ღამურები“ ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ორჯერვე „ალმერიამ“ გაათანაბრა და „მესტალიიდან“ ქულა წაიღო. გაშვებულ გოლებში მამარდაშვილს ბრალი არ მიუძღვის. ქართველმა მეკარემ ბურთი ერთხელ მოიგერია.

„ვალენსია“ 17 თამაშში მოპოვებული 20 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 29 იანვარს, „ვალიადოლიდს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116047