ფეხბურთი

0:14 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" პოლონეთის ნაკრების მცველი დაიმატა

ლონდონის „არსენალი“ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა - იაკუბ კივიორი.

22 წლის პოლონელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა იტალიურ „სპეციას“ 25 მილიონი ევრო გადაუხადა. კივიორმა 15-ნომრიანი მაისური მოირგო და გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

იაკუბ კივიორს პოლონეთის ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, „სპეციაში“ კი 2021 წლიდან თამაშობდა და 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.115857