ფეხბურთი

23:49 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში პარასკევის შემდეგ ციხეშია, თანაც გირაოს გადახდაზე უარი უთხრეს და 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

39 წლის მცველს 23 წლის გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და ფაქტები მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ალვეშმა გამოძიებას სამი სხვადასხვა ვერსია მიაწოდა.

თავდაპირველად მან თქვა, რომ გოგონას საერთოდ არ იცნობდა, მერე განაცხადა, რომ მას იცნობდა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია, ბოლოს კი აღიარა მასთან სქესობრივი კავშირი, თუმცა, აღნიშნა, რომ გოგონაც თანახმა იყო. ამგვარად, ახლა დანი ალვეშს ჩვენების შეცვლა კიდევ მოუწევს. ცნობილი გახდა ისიც, რომ დანი ალვეშის ოჯახი ადვოკატის შეცვლას ფიქრობს, რადგან მირაიდან პუენტე ვილსონის მუშაობით უკმაყოფილინო არიან.

კომენტარი გააკეთა 23 წლის დაზარალებულმა გოგონამაც: „ვცადე მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ჩემზე ბევრად ძლიერი იყო. ვთხოვდი, რომ გაჩერებულიყო და გავეშვი, ხოლო როცა ყველაფერი დაამთავრა, მითხრა, რომ კლუბს ჩემზე ადრე დატოვებდა“.

შეგახსენებთ, რომ სავარაუდო შემთხვევა 30 დეკემბერს, ბარსელონას ღამის კლუბში მოხდა. დანი ალვეში ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

0.117643