ფეხბურთი

21:17 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესი პსჟ-სთან კონტრაქტს სავარაუდოდ აღარ გაახანგრძლივებს

ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენთან“ დიდი ალბათობით, კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება.

პსჟ არგენტინელ ვარსკვლავთან მოლაპარაკებებს კარგა ხანია აწარმოებს და ფრანგები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა. ლეოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საუდის არაბეთის კლუბის, „ალ-ჰილალის“ მხრიდან ინტერესის შესახებ, რომელიც მზადაა მესის წელიწადში 280 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, ლიონელ მესი პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და 55 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

0.117493