ფეხბურთი

20:44 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ფანები აკრიტიკებენ: "საუდის არაბეთშიც კი არ შეუძლია ეს გააკეთოს"

კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი საუდის არაბეთში შედგა, თუმცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი უკვე გახდა.

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა „ალ-ეტიფაქთან“ 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელშიც კრიშტიანუ მეტოქე მცველის მოტყუებას ვერ ახერხებს, რასაც ფანების მხრიდან დამცინავი კომენტარები მოჰყვა.

„რონალდუს დრიბლინგის გაკეთება საუდის არაბეთშიც არ შეუძლია“, „უკვე ყოფილი ფეხბურთელია, ძლივს მოძრაობს“ - და, სხვა უარყოფითი კომენტარები.

ფაქტია, რომ ახალ ჯერი რონალდუზეა, რომ აღნიშნულ კომენტარებს მოედნიდან საკადრისი პასუხი გასცეს. „ალ-ნასრმა“ „ალ-ეტიფაქი“ ანდერსონ ტალისკა 1:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123209