ნეაპოლის პროკურატურამ ვიქტორ ოსიმენის საქმეზე სამუშაოდ 6 თვე მოითხოვა. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ გაავრცელა.
Il Mattino-ს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ჯუზეპე კინე „ლილიდან“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის დოკუმენტებით დაინტერესდა, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ნეაპოლურმა კლუბმა წესების დარღვევით იმოქმედა. ამიტომაც, ნეაპოლის პროკურატურას კლუბიდან დოკუმენტაციის ამოღება მოსთხოვა, თუმცა ნეაპოლში მოითხოვეს, რომ 6 თვე სჭირდებათ.
შედარებისთვის, ტურინის პროკურატურამ „იუვენტუსის“ საქმეზე დაჩქარებულად იმოქმედა, საპასუხოდ კი ნეაპოლში დროის გაჭიანურებას ცდილობენ. არსებობს ეჭვი, რომ ოსიმენის ტრანსფერზე „ნაპოლიმ“ ორი დანაშაული ჩაიდინა - ფინანსური ანგარიშის ცრუ აღრიცხვა და თაღლითური დეკლარაცია.
სავარაუდოდ, აურელიო დე ლაურენტისის გუნდმა კაპიტალის ზრდის გამო ოსიმენის სანაცვლოდ „ლილს“ ოთხი ფეხბურთელი დაუთმო, მაგრამ მათი სატრანსფერო ფასები ხელოვნურად გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ შემთხვევაში ეჭვი მხოლოდ ოსიმენის საქმეზე არსებობს, ხოლო შედარებისთვის „იუვენტუსი“ 22 ტრანსფერის გამო დასაჯეს და სერია A-ში 15 ქულა დააკლეს. ტურინელთა შემთხვევაში საქმეში არსებობს ელექტრონული მიმოწერები და სატელეფონო მოსმენები, ნეაპოლელთა საქმეში კი მსგავსი არაფერი ფიგურირებს. ამდენად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ „ნაპოლის“ მკაცრი სასჯელი ემუქრება.
აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსს“ სასამართლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს და კლუბმა დაადასტურა, რომ აპელაციას მიმართავს.