ფეხბურთი

19:10 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას შეძენა "რომას" შეეძლო და ახლა ძალიან ნანობენ"

იტალიელმა ჟურნალისტმა ალესანდრო აუსტინიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია შეიძლებოდა „ნაპოლის“ ნაცვლად „რომაში“ გადასულიყო.

როგორც მან აღნიშნა, ახლა „ჯალოროსის“ სკაუტები სინანულის გრძნობას განიცდიან, რომ ტრანსფერი ვერ განახროციელეს.

„დიბალა-ოსიმენი-კვარა? სენსაციური ტრიო იქნებოდა, მაგრამ კვარა შეიძლებოდა „რომაში“ გადასულიყო. სკაუტები მას აქტიურად აკვირდებოდნენ, ახლა უკვე არსებობს სინანული, თანაც ძალიან დიდი“, - თქვა აუსტინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია 10 მილიონ ევროდ დაიმატა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

0.116698