კალათბურთი

16:26 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ფედერაციის ქალთა დეპარტამენტს ახალი მმართველი, პრეზიდენტს კი ახალი მრჩეველი ჰყავს

კალათბურთის ფედერაციის ქალთა დეპარტამენტის ახალი მმართველი კახა შენგელია იქნება, ფედერაციის პრეზიდენტს კი ახალი მრჩეველი, გიორგი მარხვაშვილი ეყოლება.



ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, კახა შენგელია, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. კახა შენგელია ქართული კალათბურთის განვითარებაში ჯერ როგორც მოთამაშე, შემდეგ კი როგორც მწვრთნელი და მენეჯერი წლების განმავლობაში იყო ჩართული. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ მას ახალ, მნიშვნელოვან, თანამდებობაზე. გვჯერა რომ მისი გამოცდილება ქალთა კალათბურთის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, ვეტერანი კალათბურთელი გიორგი მარხვაშვილი ვიქტორ სანიკიძის მრჩევლად დაინიშნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, გამგეობაში 2021 წელს აირჩიეს.

GBF.GE

0.131006