„ტოტენჰემის“ შემტევი, ჰარი კეინი ლონდონურ კლუბში კმაყოფილია და აპირებს კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რადგან „სპურსთან“ ერთად ტიტულების მოპოვება სურს.
ჰარი კეინს „დეზებთან“ კონტრაქტი 2024 წელს უმთავრდება, თუმცა The Athletic-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ის გუნდთან ახალ კონტრაქტზე დაიწყებს მოლაპარაკებებს. მასსა და „ტოტენჰემს“ შორის ამ საკითხზე საუბარი 2021 წლის შემდეგ არ ყოფილა.
ინგლისის ნაკრების ფორვარდი რამდენიმე ტოპ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ის „ტოტენჰემში“ ყოფნით ბედნიერია და აცხადებს, რომ კლუბთან ერთად ტიტულების მოსაპოვებლად იბრძვის.
მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემი“ FA CUP-სა და ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ აგრძელებს ბრძოლას, ინგლისის პრემიერლიგაში კი მე-5 ადგილზე იმყოფება.
ჰარი კეინმა „ტოტენჰემის“ მაისური 414-ჯერ მოირგო და 265 გოლი გაიტანა. მას ლეგენდარული ჯიმი გრივზის რეკორდის დასამხობად მხოლოდ 1 გოლი ესაჭიროება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი კეინ აბა,წლევანდელი ლიგიდან დაიწყე,ლივერპული ვერ შედის ფორმაში,ტლოპინა გვარდიოლას იმედი არ მაქვს,ვერც ჩელსი მოიგებს მოკლე პერიოდში მეორედ და აბა შენ იცი)))
გრინვუდის მზეობამ რა უქნა მანჩესტერს,ტყუილად გადააყრევინა 100 მილიონი ვიღაც მზე ანტონიში.გრინვიდი ძაან მაგარი იგროკი იყო და მთელი კარიერა წინ ქონდა.ეხლა რეალურად მანჩესტერს ცენტრფორვარდის გარდა მარჯვენა ვინგერის პრობლემაც აქვს.რომ არა გრინვუდის არაკაცობა დღეს მაგ გუნდს მარჯვენა ვინგერის პრობლემა არ ექნებოდა.სანჩოშიც ტყუილად გადაიყარა ამდენი ფული.მოკლედ სანჩო-ანტონი ორივე მზე ტრანფერი გამოდგა და რა ფული დაჯდა ვიცით ყველამ.ამას დაუმატეთ მაგუაიერი,300 მილიონი ჰაერში გაუშვეს.ნუ რაცაა ეგაა და დღეს მანჩესტერს ჭირდება ერთი მაგარი ცენტრალური მცველი ვარან მარტინესს კონკურენტი რომ ყავდეს,ერთი მაგარი ცენტრალური ნახევარმცველი კაზემირო-ერიკსენის კონკურენტი(ბელინგემი დახატავდა),ერთი მაგარი მარჯვენა ვინგერი რადგან ეს ანტონი არაფრად ვარგა და ერთი მაგარი ცენტრფორვარდი(კეინიც წავიდოდა ხოდში)
ნუ მაგ მარჯვენა ვინგერზე მომენტებში რაშფორდსაც ათამაშებ და ზოგჯერ შეიძლება ანტონიმაც გაიღვიძოს ხოლმე,ასე რომ შეიძლება რომ დახუჭო თვალი მაინც მაგ პრობლემაზე,ცენტრალური მცველი,ბელინგემი და კეინი კი აუცილებელია გუნდისთვის თუ რამე უნდათ გაისად
არ უნდა ამას ტიტულების მოგება.არადა მანჩესტერს ნაღდად გამოადგებოდა