რაგბი

13:47 | 23.01.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ჯორჯიის შტატი რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს უქომაგებს

ჯორჯიის რაგბის კავშირმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს უგულშემატკივრებენ:

„იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის არწივებმა საფრანგეთში გასამართ 2023 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვეს, ჯორჯიას რაგბის კავშირმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

იმ სიკეთის, მეგობრობის და ჭეშმარიტი სარაგბო დამოკიდებულებისთვის, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირიდან ჩვენმა მეგობრებმა, ასევე მათმა მხარდამჭერებმა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ აქ ჯორჯიაში, ჯორჯიის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიო თასზე ჩვენი გუნდი “ლელოები” იქნებიან და მათ, როგორც საკუთარ გუნდს ისე ვუქომაგებთ.“

განცხადებას თან მოსდევს ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სტივ მეისის კომენტარიც:

„ის ზრუნვა, რომელსაც თქვენი ერი იჩენს რაგბისადმი მის საძირკველშივე, - ყველაზე ახალგაზრდებიდან დაწყებული იმ მოთამაშეებით დამთავრებული, რომლებიც ქვეყანას წარმოადგენენ, თქვენი ვნება და ერთგულება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი, არამხოლოდ გვაოცებს, არამედ ქედსაც ვიხრით მის წინაშე. სწორედ ეს ვნება და ერთგულება, რომელიც მიმართულია სპორტის ფესვებიდან ხის კენწერომდე გაზრდისთვის, არის ის რაც ყველა სარაგბო ერმა უნდა ისწავლოს თქვენგან“

„ჩვენთვის უსაზღვრო პატივია გიწოდოთ მეგობრები, და, იმედი გვაქვს ლელოები, ასევე ჩვენი მეგობრები საქართველოს რაგბის კავშირიდან შეძლებენ გაიგონონ ჩვენი შეძახილები და იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა ოკეანის გაღმიდან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისას, - სტადიონზეც და სახლშიც, - ჯორჯიიასგან საქართველოს - წინ ლელოებო.“

შეგახსენებთ, რომ უელსთან ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჯორჯიის შტატმა ძალიან ბევრი მილოცვა მიიღო, რის გამოც განცხადება გაავრცელა, რომ ის გამარჯვება მათ არ მოუპოვებიათ, საქართველოს რესპუბლიკამ მოიპოვა და „ბორჯღალოსნებს“ გულითადი მილოცვა შეუთვალეს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:47 | 30.03.2017
majlajuna (1024)

ბოლო წლებში ყველაზე კარგი გუნდი ჰიდინკს ყავდა

10:37 | 02.04.2017
baxt (1836)

ჰიდინკს რომელი ყავდა ყველაზე კარგი, წინა ევროპაზე რომ ვერ გავიდა?! მანამდე 98-ში იყო კიდევ ჰიდინკი ნაკრების მწვრთნელი, როცა მეოთხეზე გავიდნენ მსოფლიოზე. მაგაზე უკეთესი შედეგი ვან გალის დროს და ვან მარვიიკის დროს ქონდათ, როცა მესამეზე და მეორეზე გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე..

14:15 | 30.03.2017
@beka@ (910)

წინა ევროპაზე ხომ დაგლიჯეს, მსოფლიოც ეგეთი გექნებათ............ დეეტიე შენს ადგილას. ტოჟე მნე ბელადი

13:58 | 30.03.2017
sabonis (9584)

ევროპაში ამათ ვგულშემატკივრობ და მსოფლიოში არგენტინას და ისე ვატყობ არცერთი არ იქნება 2018-ში.DDD

14:35 | 30.03.2017
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

13:47 | 30.03.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

რუუდ გულიტი დანიშნეთ - "სექსუალური ფეხბურთის" მქადაგებელი DDDDDDDDD
ან რაიკაარდი დააბრუნეთ. არ ყავდა ცუდი გუნდი 2000 წელს, უბრალოდ პენალტებს ურტყამდნენ საშინლად DDDDDDDDDD

12:46 | 30.03.2017
რაჭა (10043)

მწვრთნელის მოხსნა - დანიშვნა მხოლოდ "მეფის" პრეროგატივაა DDDD

11:29 | 30.03.2017
Jimmy@B (281)

Axla igupebit tqven))))))

0.076538