ფეხბურთი

23:37 | 22.01.2023 | ნანახია 1164 - ჯერ

"ალ-ნასრში" კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი შედგა

კრიშტიანუ რონალდოს კარიერაში ახალი თავი დაიწყო და „ალ-ნასრში“ მისი დებიუტი შედგა. ეს საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში მოხდა.

„ალ-ნასრმა“ „ალ-ეტიფაქს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ანდერსონ ტალისკამ 31-ე წუთზე გაიტანა.

რონალდუმ 90 წუთი ითამაშა და როგორც ჩანს, გუნდის კაპიტნადაც დანიშნეს, რადგან მოედანზე თანაგუნდელები მან გაიყვანა. „ალ-ნასრი“ 33 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 3 თებერვალს, „ალ-ფატეს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:18 | 23.01.2023
Kobe Bean (21667)

ჯერ კიდევ იწვევს ამის არაბეთში გადასვლა ინტერესს მაგრამ მალე საერთოდ დაავიწყდება ყველას

02:26 | 25.01.2023
maniu96 (167)

და მირონისმშარდველ ლეოზე გადაერთვებიან ხო ეიფელის კოშკს ლიონელ ტაუერი უნდა უწოდონ

0.120687