კალათბურთი

23:05 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 4 ქულა და "რეჯანას" სენსაციური გამარჯვება "ოლიმპია მილანოსთან"

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში ბექა ბურჯანაძის „რეჯანამ“ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა და ქვეყნის უძლიერესი გუნდი მოულოდნელად, 73:68 დაამარცხა.

რეჯიო ემილიელებმა განსაკუთრებულად კარგად მესამე მეოთხედი ჩაატარეს, რომელიც 9 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მოახერხეს.

ბურჯანაძემ 15 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 4 ქულით, 3 მოხსნით და 1 პასით დაეხმარა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„რეჯანამ“ ბოლო ოთხ ტურში მესამედ იმარჯვა, მაგრამ 5 მოგებით და 11 წაგებით ჯერჯერობით, ისევ ბოლო, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 იანვარს, „ბრინდიზის“ ესტუმრება. სხვათა შორის, „ოლიმპია მილანო“ ლიდერია, ხოლო „ბრინდიზიმ“ დღეს თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ 78:77 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116793