ფეხბურთი

20:40 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის მორიგი ჰეთ-თრიქი: "სიტიმ" ადვილად მოიგო (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ვულვზი“ 3:0 დაამარცხა და ეს ერლინგ ჰოლანდის დამსახურებაა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ნორვეგიელმა ფორვარდმა პირველი ტაიმის მიწურულს კევინ დე ბრუინის პასით გაიტანა, მეორე ტაიმის სტარტზე კი ჯერ პენალტით გაზარდა სხვაობა, მერე რიად მაჰრეზის გადაცემით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჰოლანდისთვის ეს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხე ჰეთ-თრიქია, სულ რაღაც მე-19 მატჩში! ბომბარდირთა დავას ნორვეგიელი 25 გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ჰარი კეინს 10(!) გოლით უსწრებს.

„მანჩესტერ სიტი“ 45 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 თებერვალს, „ტოტენჰემს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.113778