ფეხბურთი

20:08 | 22.01.2023 | ნანახია 0 - ჯერ

"დინამო თბილისმა" "ცრვენა ზვეზდასთან" წააგო

„დინამო თბილისმა“ თურქული შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა და ბოლო, მესამე ამხანაგური მატჩი სერბეთის ჩემპიონ „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარა, რომელთანაც დამარცხდა - 2:3.

არადა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი იგებდა კიდეც. თავიდან პეშიჩის გოლით სერბები დაწინაურდნენ, რასაც 34-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო ერთ წუთში ვაგნერ გონსალვეშმა საქართველოს ჩემპიონი წინ გაიყვანა.

„დინამო თბილისმა“ ტაიმი მოიგო, მაგრამ 54-ე და 75-ე წუთებზე პეშიჩისა და ივანიჩისგან გოლები გაუშვა და საბოლოოდ 2:3 წააგო. სერბული გუნდის რიგებში მეორე ტაიმი ითამაშა ირაკლი აზაროვმა.

ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველი შეკრების ფარგლებში სამი სპარინგი ჩაატარა - „დნიპრო 1“-ს დაუზავდა (3:3), პლოვდივის „ლოკომოტივი“ დაამარცხა (2:0), ხოლო „ცრვენა ზვეზდასთან“ მარცხი განიცადა. „დინამო“ თურქეთში მზადებას აგრძელებს და მეორე ეტპზე კიდევ ექვს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:17 | 28.10.2016
MILANSKI18 (171)

Silvac tu wavida gadaiyvans emeri

0.065282