ფეხბურთი

18:09 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გამოძიება შესაძლოა "მილანისა" და "რომას" წინააღმდეგაც დაიწყოს

იტალიაში კაპიტალის ხელოვნური ზრდის სკანდალია, რომლის გამოც „იუვენტუსი“ 15 ქულით დააჯარიმეს, მაგრამ შესაძლოა, საქმეში სხვა კლუბებიც აღმოჩნდნენ.

იტალიურმა მედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურა „ნაპოლიში“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს გამოიძიებს, ახლა კი სხვა კლუბებიც ახსენეს, მათ შორის „მილანი“ და „რომა“.

უფრო კონკრეტულად: 2018 წელს „იუვენტუსმა“ და „მილანმა“ მატია კალდარა და ლეონარდო ბონუჩი გაცვალეს, ხოლო 2019 წელს „იუვემ“ და „რომამ“ ლეონარდო სპინაცოლა და ლუკა პელეგრინი. ვინაიდან „იუვენტუსის“ დაჯარიმება ამ ტრანსფერებიც გამოც მოხდა, გამოძიების ინტერესის სფეროში შესაბამისად „მილანი“ და „რომა“ მოექცნენ. არაა გამორიცხული საქმის წარმოება მათ წინააღმდეგაც დაიწყოს. ასევე დასახელდნენ „სასუოლო“, „უდინეზე“ და „ატალანტა“.

აღსანიშნავია, რომ „მილანმა“ აღნიშნულ თემაზე უკვე გამოაქვეყნა განცხადება და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

კაპიტალის ზრდის საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა 22 თებერვალსაა ჩანიშნული და უფრო მეტი დეტალი სწორედ მაშინ უნდა გაირკვეს.

0.119913