ფეხბურთი

14:16 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პროკურატურამ შესაძლოა გამოძიება "ნაპოლიში" ოსიმენის ტრანსფერზეც დაიწყოს

„იუვენტუსის“ შემდეგ შესაძლოა კაპიტალის ხელოვნური ზრდის სკანდალში „ნაპოლიც“ აღმოჩნდეს. La Repubblica წერს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ნეაპოლის პროკურატურას „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის დოკუმენტების წარდგენას მოსთხოვს. საქმე ეხება ფინანსების ყალბ აღრიცხვას.

საქმე ისაა, რომ ფრანგულ „ლილს“ ოსიმენის ტრანსფერის სანაცვლოდ „ნაპოლიმ“ თავის დროზე ფულის გარდა, 4 ფეხბურთელი დაუთმო, რომლებიც ახალგაზრდულ გუნდში ირჯებოდნენ და მათი ღირებულება 15 მილიონ ევროდ შეფასდა, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ ფეხბურთში თამაშის გამოცდილება მხოლოდ მეკარე ორესტე კარნეზისს ჰქონდა, ისიც „ნაპოლიში“ მესამე მეკარე იყო. აღსანიშნავია, რომ "ლილში" არცერთ მათგანს უთამაშია და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალური პროკურორი ჯუზეპე კინე ნეაპოლის პროკურორს სთხოვს, რომ კლუბიდან ყალბი აღრიცხვის გამოძიებისთვის დოკუმენტები გამოითხოვოს.

ჯერჯერობით, რთულია საბოლოო შედეგებზე საუბარი. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ტრანსფერებით კაპიტალის ხელოვნური ზრდის გამო 15 ქულა დააკლეს.

0.11528