ფეხბურთი

12:20 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

აბუბაკარი, რომელიც "ალ-ნასრიდან" რონალდუს გამო გაუშვეს, "ბეშიქთაშში" გადავიდა

კამერუნის ნაკრების თავდამსხმელი ვინსენ აბუბაკარი სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გადავიდა. 31 წლის თავდამსხმელმა „არწივებთან“ კონტრაქტი გააფორმა.

აბუბაკარი ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრიდან“ გაუშვეს, რათა კრიშტიანუ რონალდუსთვის გუნდში ადგილი გაეთავისუფლებინათ.

აბუბაკარი „ბეშიქთაშში“ 2016-2017 და 2020-2021 წლებში უკვე თამაშობდა და 67 მატჩში 35 გოლი გაიტანა. კამერუნელს კარიერის განმავლობაში „ვალანსიენში“, „ლორიენში“, „პორტუსა“ და „ალ-ნასრში“ აქვს ნათამაშები. მან „ბეშიქთაშში“ ვოუთ ვეგჰორსტი უნდა შეცვალოს, რომელიც „მანჩესტერში“ გადავიდა.

0.129553