ფეხბურთი

2:05 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი „ატლეტიკოში“ გამოჩნდა

ესპანური პრიმერას მე-18 ტურის შაბათის მატჩებში, ალბათ ყველაზე გამოსარჩევი ყოფილი ბარსელონელის, მემფის დეპაის მადრიდის „ატლეტიკოში“ დებიუტი იყო. დიდი ხანია ნიდერლანდელის კატალონიური კლუბიდან წასვლაზე საუბრობდნენ.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა - გუშინ მან „ატლეტიკოსთან“ 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, დღეს კი დედაქალაქური კლუბის მაისურით პირველად ითამაშა.

„ატლეტიკომ 3:0 გაანადგურა „ვალიადოლიდი“ და მეოთხე ადგილზე დარჩა. მემფისმა ბოლო 15 წუთს დაჰყო მინდორზე.

სტუმრად იმარჯვა „სისიედადმა.“ ბასკებმა მადრიდში ალეკსანდერ სერლოტისა და ანდერ ბარენეჩეას გოლებით სძლიეს მასპიძლებს და ცხრილში მესამე ადგილი შეინარჩუნეს.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

მე-18 ტური. 21 იანვარი

რაიო ვალეკანო - სოსიედადი 0:2

0:1 სერლოტი (15), 0:2 ბარენეჩეა (36)

ესპანიოლი - ბეტისი 1:0

1:0 ბრეითვეიტი (43)

ატლეტიკო - ვალიადოლიდი 3:0

1:0 მორატა (18), 2:0 გრიზმანი (23), 3:0 ერმოსო (28)

სევილია - კადისი 1:0

1:0 რაკიტიჩი (88 პენ)

გაძევება: ალეხო (88) - კადისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135993