სხვა

2:03 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ნიცას ტურნირზე 6 მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - ანრი დელანის გრან პრიზე 6 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ოქროს მედლის მფლობელები მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ) და ნიკა ბერულავა (125 კგ) გახდნენ. გიორგი ჭოლაძე (70 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა. გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) და ევსემ შველიძე (79 კგ) კი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

საქართველოს ნაკრები გრან პრიზე არასრული შემადგენლობით - 7 სპორტსმენით გამოვიდა.

22 იანვარს შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ:

55 კგ - აკაკი ოსიაშვილი

60 კგ - ფრიდონ აბულაძე

63 კგ - ბექა გურული

67 კგ - ლევან ქავჟარაძე

72 კგ - ნიკა ყორშია

77 კგ - ხვიჩა ანანიძე

82 კგ - ბექა მამუკაშვილი

87 კგ - აივენგო რიკაძე

97 კგ - გიორგი ქაცანაშვილი

130 კგ - სულხან ბუიძე

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

0.129582