ნორვეგიელმა მოთხილამურე ალეკსანდერ ომოდტ კილდემ კიცბუელში, მსოფლიო თასის დაშვების რბოლა მოიგო. იქვე შვეიცარიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბიტ ფოიცმა, თავისი კარიერა დაასრულა.
კილდემ, ვინც წინ დღით, დაშვების რბოლა მე-16 ადგილზე დაასრულა, 0.67 წამით აჯობა 42 წლის ფრანგ იოჰან კლერის. მისთვის ეს ამ სეზონში, მეხუთე მოგებული დაშვებაა, რითაც ამ ჩქაროსნულ სახეობაში, ლიდერობა განიმტკიცა. საინტერესოა, რომ მან ხუთსაბათის ვარჯიშისას, მაჯის ტრავმა მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად, რბოლებში მონაწილეობაზე უარი არ თქვა.
კლერი ყველაზე ხნიერი მოთხილამურეა მათ შორის, ვინც კი ოდესმე მსოფლიო თასის რბოლის კვარცხლბეკზე ასულა. შარშან მან პეკინის ოლიმპიადაზე, დაშვების რბოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა და გახდა ყველაზე ხნიერი ოლიმპიური მედალოსანი.
35 წლის ფოიცმა ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა, რომ კიცბუელში ორ დაშვებაში მონაწილეობის შემდეგ, თავის კარიერას დაასრულებდა. მეორე დაშვება მას მე-16 შედეგი ჰქონდა.
მსოფლიო თასის აბსოლუტური ჩათვლის ლიდერს, შვეიცარიელ მარკო ოდერმატს რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან წინა დღეს მომხდარი ინციდენტისას, მარცხენა მუხლი დაუშავდა.