„ლივერპულის“ ყოფილი ვარსკვლავი, სტივენ ჯერარდი, მზადაა დორტმუნდში ჩაფრინდეს და „ბორუსიის“ ჭაბუკ ნახევარმცველს, ჯუდ ბილინგემს, „ლივერპულში“ გადასვლაზე დაელაპარაკოს.
„ერთადერთი, რაც საჭიროა, კალენდარში თავისუფალი თარიღის მითითება. მაშინვე გავფრინდები დორტმუნდში ჯუდთან („ლივერპულში“ გადასვლაზე) სალაპარაკოდ.“ - ციტირებს სტივი ჯის სიტყვებს BT Sport.
მიმდინარე სეზონში ბელინგემმა „ბორუსიის“ მაისურით ყველა ტურნირში 22 მატჩი ითამაშა, 9 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ყატარის მუნდიალზე მან ინგლისის ნაკრების ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ერთხელ თავად გამოიჩინა თავი და ერთხელაც პარტნიორს გაატანინა.