ფეხბურთი

0:30 | 22.01.2023 | ნანახია NaN - ჯერ

„ევერტონი“ კვლავ დამარცხდა, ფრენკ ლამპარდის საქმე კი კიდევ უფრო გართულდა

ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში ფრენკ ლამპარდის „ევერტონი“ ლონდონში „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა, რის შემდეგაც ფრენკ ლამპარდის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.



შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე ჯაროდ ბოუენმა გახსნა, 7 წუთში კი ინგლისელმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ფრენკ ლამპარდის სიტუაცია ფაქტობრივად გამოუვალი ჩანს. ამ მატჩის წინ ძალიან ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა „ვესტ ჰემთან“ გამართული შეხვედრა მისთვის ბოლო ყოფილიყო. გულშემტკივრები მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ. „ვესტ ჰემთან“ განცდილი მარცხი კი შესაძლოა ფრენკის „ევერტონულ“ კარიერაში ბოლო აკორდი იყოს.

ლივერპულელებმა ბოლო 14 მატჩიდან 11-ში მარცხი განიცადეს. სატურნირო ცხრილში 15 ქულით ბოლოს წინა, მე-19 პოზიციას იკავებენ, მომდევნო ორი მატჩი გუნდს „არსენალისა“ და „ლივერპულის“ წინააღმდეგ უწევს, ეს კი ლეგენდარული ინგლისელის წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს. თუ ბორდმა მისი დატოვება განიზრახა, ამ ორ შეხვედრაში ფრენკს სასწაულის ჩადენა მოუწევს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:43 | 11.05.2017
temo11 (1791)

ზიზუ უნდა წააგო ეს ფინალი, შენდამი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად

12:38 | 11.05.2017
naiki (5503)

ზიზუ თუ იუვენტუსს მოუგებს მაშინ გამოდის რომ მწვრთნელიც ისეთივე მაგარია როგორიც ფეხბურთელი იყო!

14:13 | 11.05.2017
federer (17) (15576)

რათქმაუნდა მასეა მეგობაროო
და თუ მასე მოხდა მერე ვინაა მსგავსი შედეგის დამდებიი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063408
სარეკლამო ადგილი - 99
X x X