ფეხბურთი

21:52 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიანო ჯუნტოლი: "კვარაცხელიას საკითხზე მშვიდად ვართ, მოლაპარაკებების დროც მოვა"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

DAZN-ის პირდაპირ ეთერში ჯუნტოლის კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზე დაუსვეს შეკითხვა და იტალიელმა უპასუხა, რომ ახლა ამაზე მუშაობის დრო არაა, რადგან მთელი ყურადღება მიმდინარე სეზონზე აქვთ გამახვილებული.

„კვარაცხელიას საკითხზე ძალიან მშვიდად ვართ, ვინაიდან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, როგორც მასთან, ისე მის აგენტთან. თუმცა, ახლა არ არის კონტრაქტსა და მის განახლებაზე საუბრის დრო, იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ჯერ კიდევ მრავალწლიანი კონტრაქტი გვაკავშირებს და ჩვენი სურვილია, რომ ახლა პირველ რიგში სეზონზე ვიყოთ კონცენტრირებული. მერე კი, მომავალში მოლაპარაკებების დროც დადგება“, - აღნიშნა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ კონტრაქტს 2028 წლამდე და სეზონში 2.5 მილიონი ევროს ხელფასს სთავაზობს. ამჟამად ქართველი ფეხბურთელის ხელშეკრულება ძალაში 2027 წლამდეა და მისი ხელფასი 1.2 მილიონს შეადგენს.

0.078037