„დორტმუნდის“ ახალგაზრდა შემტევმა, იუსუფა მუკოკომ გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.
ცოტა ხნის წინ მუკოკოს გარშემო სკანდალი აგორდა. ავსტრიული მედია იტყობინებოდა, რომ მას ასაკი გადაკეთებული ჰქონდა, რის გამოც ევროპულმა გუნდებმა მუკოკოს შეძენაზე უარი განაცხადეს.
„საიდუმლო არ არის, რომ „დორტმუნდში“ თავს კარგად ვგრძნობ. ახალგაზრდულ გუნდებში ვთამაშობდი, აქ გადავდგი პირველი ნაბიჯები პროფესიონალურ ფეხბურთში და ახლა უკვე მზად ვარ ამ კლუბთან ერთად გადავდგა შემდეგი ნაბიჯი ჩემს განვითარებაში“
„სამწვრთნელო შტაბისგან ნდობას ვგრძნობ და ისეთ გარემოში ვარ, რომელშიც განვვითარდები. რა თქმა უნდა, სხვა კლუბების ინტერესი დიდი პატივია, თუ ეს გადაწყვეტილება გულით მივიღე. გულშემატკივრები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და მეც მინდა მათ და კლუბს სანაცვლოდ რაიმე დავუბრუნო.“ - განაცხადა მუკოკომ.
18 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ბორუსიელთა რიგებში ჩატარებულ 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა.