ფეხბურთი

19:10 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე შესაძლოა პოლონეთში გიორბელიძის და გაფრინდაშვილის თანაგუნდელი გახდეს

პოლონური მედიის ინფორმაციით, ლუბინის „ზაგლებიე“ ქართველი შემტევის, ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.



წყაროს მიხედვით, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. „ზაგლებიესთვის“ ქართველი შემტევის გადაბირება ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება.

28 წლის ქართველი შემტევი კვლავ „ფეჰერვარის“ ფეხბურთელია, თუმცა მას შემდეგ, რაც ის მეორე გუნდში დააქვეითეს, მხრის დაზიანება მიიღო და გუნდს ხანგრძლივი დროით დააკლდა. მიმდინარე სეზონში, ზივზივაძემ „ფეჰერვარის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პოლონეთის ჩემპიონატში „ზაგლებიეს“ 17 ქულა აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება. თორნიკე გაფრინდაშვილს 1 გოლი, გურამ გიორბელიძეს კი 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112334